მე თან წავიღებ უცხო მხარეში ..
21
მარ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
მე თან წავიღებ უცხო მხარეში,
ჯერ ყველასათვის უცხო ფერებით,
ტკივილს, მონახულს სიმწუხარეში,
და სულს, დაღალულს ეფემერებით.
ქვეყნიურ ღელვით ძალადაკარგულს,
ცივი მზეების შუქით მიღვარულს,
უკანასკნელი ბასრი დაჰკარ გულს,
რომ ფეერიულს მივცე სიყვარულს.
შეგხვდები ნისლში - გიცნობ, შორეო,
მე ქაოსებში მოვალ.. დამიცა.
ღიმით მიგვიღებს ცა უმორევო
და იდუმალი დგას დედამიწა.