მე თბილისელი ბიჭი ვარ
26
მაი
2025
ნოდარ დუმბაძე
მე თბილისელი ბიჭი ვარ,
ყადრიანი და გამგები,
თუ აჩრდილივით არ მდიე,
ქუჩებში დაგეკარგები.
მე ლერწმის სალამური ვარ,
ჩემი ხმა ვარსკვლავს მისწვდება,
თუ დროზე არ ამაკვნესე,
სიმღერა დამავიწყდება.
მე ფოთოლი ვარ ამ ჭადრის,
მზე მკოცნის, მთვარე მარიგებს,
თუ დროზე არ ამიტაცებ,
მოვა და ქარი წამიღებს.
მე სიყვარულის წვიმა ვარ
და შენთან ერთად ვსველდები,
თუ დროზე არ დამაგუბე,
წავალ, მტკვარს შევუერთდები.
მე სიყვარულის ლექსი ვარ,
ლექსი ვარ გულის ნადები,
თუ დროზე არ შემიყვარე,
სხვა ვინმეს შევუყვარდები.