მეორე მიძღვნა
24
იან
2025
სიმონ ჩიქოვანი
თვრამეტი წელი და დასრულდა ბავშვის ასაკი:
ტანი ყვავილი, დახატული თითქოს გოგენის.
მე, როგორც ქისას, დავატარებ გრძნობას გასაკვირს
და არვინ იცის, რა ფიქრი და ეშხი მოგველის!
მსურს, მოვიდე და სიყვარულით მოგეალერსო,
ეგებ ამ გრძნობას სიჩუმეში შენაც მოელი.
მაგრამ რა გიყო, შენ მძიმე ხარ ჩემი ლექსივით
და ამავე დროს ტაიტივით მიუწვდომელი.