მეფე და დალაქი (იგავ-არაკი)

ცინდოთ მეფე აბანოს იბანებოდა და დალაქი თავსა პარსავდა. რა ყელთან სამართებელი მიიღო, მეფეს უთხრა: შენი ასული შემრთეო.

გაუკვირდა მეფესა და მიცემას დაჰპირდა.

გამოვიდა აბანოდამ, ვაზირთა ჰკითხა: ვით შემომდვა ქალის თხოვაო?

მათ მოახსენეს: ფერხი სალაროსა ზედა სდგმია და მას უთქმევინებიაო.

მოთხარეს აბანოს ძირი და სულ ოქროთა და ვეცხლითა სავსე იყო.