მეფედიმიტრი თავდადებული (თავი ოცდამეერთე)
12
ოქტ
2026
ილია ჭავჭავაძე
„თითქო ზეცით ზარი იყო,
თითქო ღმერთი მოევლინა, —
ხალხი პირქვე მყის დაემხო
საკვირველის მეფის წინა…
თურმე დიდებას მადლისას
კაცი მსწრაფლ დაუმონია,
ვით დიდს ბოროტს, ისეც დიდს მადლს
თავისი ზარი ჰქონია.