მეტეხს იქით ცა,აჰა,ნათლდება
18
ოქტ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება
მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება,
მზე ეფინება მიდამო არეს
და როგორც მთელი ქვეყნის ვედრება,
აწყდება ძველი თბილისის კარებს.
მოსვენებისგან ახლა რას ელი,
სამარადისო რას მოგცემს ძილი?
ახალი დროის დასაწყისია,
ყოველ მხრიდან - ხმა, ყველგან - ძახილი.
1921