მიხეილ ალავიძეს წერილი ლადო ასათიანისგან (პირადი წერილები)

მიხეილ ნესტოროვიჩ!

იყავით კარგად და სულ კარგად; სხვა რაღა გისურვო, ისედაც გამარჯვებული ხარ. მხოლოდ ერთ რამეს

გთხოვ –

ჩემს ძმას, გიორგი მექის-ძე ასათიანს დაეხმარო ინსტიტუტში მოწყობაზე და, ერთი სიტყვით, უნდა მოაწყოთ!

აბა, რას მიკეთებთ მანდ! უნიჭო ბიჭი არაა, არ შეგარცხვენთ, გამოცდებსაც კარგად ჩააბარებს და ა.შ

მაპატიე ასეთ მინჯღრეულ-მონჯღრეული წერილისათვის, – შენ ჩვენი მიშიკო არა ხარ?!

იყავი კარგად.

მომიკითხე პეტია და სხვები1.

შენი ლადო ასათიანი

10. 7. 1939
თბილისი