მიყვარდა ერთი, დავტოვე იგიც
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
***
მიყვარდა ერთი, დავტოვე იგიც
და შენ მიშველე ახლა, მარიამ!
ნელა მივდივარ და ბაღის იქით
სივრცე თეთრია და მდუმარია.
დაო, მე შენთან მალე ამოვალ,
დაძველებული სახლი იქცევა.
რაღაც სხვაგვარი ყრუ საღამოა,
ან რანაირი ჩუმი სივრცეა.