მითხრეს..
29
ივნ
2026
ფრიდონ ხალვაში
მითხრეს: გაცუდდი,
შენ ბევრს გაძულდი,
რა გრჯის ქომაგობ ერსა და კუთხეს?
თუ ჭირთ ნაწური
ჭუჭკე კაცური,
რად გინდა
მოძმე თუ მიგიფურთხებს?
მითხრეს: სულ გვწამდი
ცრემლივით წრფელი,
გარჩინა შენმა ნახნავ-ნათესმა,
ჩანხარ ქართველი,
გიხდება რთველი
და სიტყვა მწიფე, როგორც ადესა.