მიტოვებული ბაღი
7
აგვ
2026
ტერენტი გრანელი
ის დღე წავიდა და ხსოვნა დარჩა
და მოგონება დღეს უფრო მღალავს.
მე ვოცნებობდი ამ ველზე შარშან,
როცა ზაფხულის დღე სწვავდა ქალაქს.
ის დღე წავიდა და ხსოვნა დარჩა,
მაშინ ვიბრძოდი მძიმე ქარებთან.
მე ვსეირნობდი იმ ველზე შარშან,
როცა ზაფხულის დღე ელვარებდა.