მიწა შეამჩნევს
23
თებ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ჩამოჰკარ სიმებს, გრგვინავდეს ქნარი, ქარის სიახლით გადანათელი,
არსებობს სხივი, გაჰქრა წყვდიადი, ჩვენ სამუდამო გვინდა ნათელი.
პოეტის სიტყვებს ცა გულდახშული ვერ გაიგონებს ვით სიდიადეს,
მიწა შეამჩნევს, თუ რა ერთგულად ჩვენ ვუმღეროდით სიგანთიადეს.