მივდივარ მარტო

***

მივდივარ მარტო
და ფიქრია მხოლოდ.
და მინდა დარდი
გრიგალს გავაყოლო.

მივდივარ მარტო.
და მიმაქვს ანთება.
არ ვიცი, რატომ,
ეს დღე არ ღამდება.