მივდივარ, სადღაც მივეჩქარები ..
11
ივლ
2026
ტერენტი გრანელი
მივდივარ, სადღაც მივეჩქარები,
ხომ ჩაიარეს მზიან დარებმა.
ველიდან მოვლენ მძიმე ქარები,
ახლა ველიდან ქრის მდუმარება.
უფრო შურია და უფრო მტრობა.
იყავი... შემდეგ სხვა დრო მოგიწევს
ისევ სდუმს დილა, ისევ სდუმს გრძნობა
და ჩემთან არის დავით კობიძე.