მოაკივლებენ სარკმელს ქარები ..
30
აგვ
2026
ოთარ ჭილაძე
მოაკივლებენ სარკმელს ქარები
მოახეთქებენ ბრაზით დარაბებს...
მაგრამ შენ ქარიც არ გეკარება –
არ სცნობ არავის, არ გრძნობ არაფერს.
აგბეზრებული თოვლით და ჩვენით,
ისევ გარდასულ დღეებს იხსენებ.
იმ დღეს ქუჩაში მოყავდათ ცხენი –
ასე ეჭირა მასაც კისერი.