მოხარული ვიყავ და მოხარული ვიქნები

* * *

მოხარული ვიყავ და მოხარული ვიქნები,
როცა მესმის, რომ გახსოვთ ჩემი ძველი წიგნები.

თქვენ ჩემს საღამოებზე უგულწრფელეს გაგებით
მოდიოდით ყოველთვის თქვენი ამხანაგებით.

სად არიან ისინი? თუმც...რა საკვირველია:
მას აქეთ უმძაფრესი ორმოცდარვა წელია.