მოხუცი-მატანტალა

მოხუცი-მატანტალა

ორიგინალის ავტორი: პიერ-ჟან ბერანჟე. ქართულად: რაფიელ ერისთავი.

(ბერანჟედგან.)

ამ ორმოში ვტოებთ ჩვენსა სიცოცხლეს,
მე მოხუცათ ვკვდები უძლურ, მოქანცულ,
ვინც გაივლის, იტყვის: «გადაუკრავსო!»...
დაე! მაინც ხომ არ შემიბრალებენ!...
აგერ, ვხედავ რომ თავიც მომარიდეს;
ზოგ-ზოგმა კი გროშები გადმომიყარეს...
გასწით ჩქარა და იდღესასწაულეთ:
უთქვენოთაც ძრიელ კარგა მოვკვდები,
მოხუცი და უძლური მატანტალა!

დიახ, მე აქ ვკვდები სიმშილისგან,
რადგან ვიცით არვინ კვდება სიმშილით;
ვიმედობდი მე, ჩემს გაჭირვებაში,
მოწყალების სასთუნჯარს მივმართავდი,
ჩემს სიცოცხლეს წყნარად მე იქ დავლევდი,
მაგრამ, ვა, სამოწყალო პალატიც
თურმე სრულად გატენილი ყოფილა,—
აბა, ხალხი ასე უბედურია!...
ქუნა იყო ჩემი მზრდელი, მტვირთველი,
მატანტალა, ვკვდები, სადაც ვშობილვარ.

ჩემს სიყრმეში ხელოსნებს ვთხოვდი ხოლმე,
ხელოსნობა რამე ესწავლებინათ,
«გასწი იქით!» ასე შამომიტევდნენ,—
«სამუშაო ჩვენ შენთვის არა გვაქვსო,
წაეთრიე, და, ჩამოითხოვეო»...
მდიდრებო! რომ მეტყოდით: «იმუშავეო!!»
მაშინ მქონდა ბლომათ ძვლები დახრული,
ნასუფრალი თქვენის მეჯლიშებისა;
თქვენს ბუდეში კარგათ გამოვიზდევ
მატანტალამ, და არ გწყევლით მე თქვენ!!

ღარიბი ვარ, ხომ შემეძლო ქურდობა,
მაგრამ, არა, სჯობს რომ ჩამოვითხოვო,
ბევრი, ბევრი,—მომეპაროს მე ვაშლი,
გზის პირას რომ წითელ-ყვითლათ დუღდა...
და რამდენჯერ მე, ბედკრულსა, ამისთვის,
შავ ციხეში თავი რეტი წამექცეს.
მით მოჰკლეს ჩემსა მხოლოს კეთილსა,
ხარკსა ღვთისგან ბოძებულსა ჩემდამო,
მზესა—ბერი, მატანტალა—გლახაკის!...

ღარიბს განა სამშობლო აქვსღა სადმე?
მე რათ მინდა თქვენი ღვინო და პური,
დიდება და თქვენი აღებ-მიცემა,
ან ზრდილობა თქვენი მჭევრ-მეტყველების?
როცა მტერი ხმალ მოჭდილი დაგეცათ
და ის თქვენში რომ დღესასწაულობდა,
მე ქურდული კი ცრემლით ვითხევდი,
ბრმა—გლახა, ძლოვილი მტრისა ხელითა.

გცნო, ხალხნო, რათ არ განმსრესთ მე თქვენა,
როგორც მცილსა, ზიანის მომცემელსა?
ის არ სჯობდა ჩემთვის გესწავლებინათ
მუშაობა, სასიკეთოთ ქვეყნისა.
ქარიშხალს თუ ავცდებოდი საფარში,
მაშინ მალეც ვიქცეოდი ჯანმრთელათ;
მეც მსგავსებრ ნაზათ შეგიყვარებდით:
ვკვდები ახლა მატანტალა თქვენს მტრათ!

18 დეკემბერს 1878 წ.
თ. რაფიელ ერისთავი.