მოსწყდით
20
დეკ
2025
ნიკო სამადაშვილი
ის ლექსის გარდა არაფერს ჰქმნიდა,
თვალნაცემივით შფოთავდა ხშირად,
განა, ვისაც რომ ეს სენი სჭირდა,
იმან შეგზარათ და შიგაშინათ.
ის დაიღუპა ბედმოკრძალებით,
ბნელოდა, სდუმდნენ დიდი ჭადრები
და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები _
მარადისობის ჭუჭრუტანები!