მოვა გამგები..
4
ივნ
2026
თამაზ ჭილაძე
მოვა გამგები,
მოვა მხსნელი,
მოვა იმედი,
სიმართლის დანით
დაჩირქებულს გახსნის იარას,
უცებ იფეთქებს _
სისხლი კი არა _
დიდი სინათლე,
აზრი ბრდღვიალა:
ბედნიერია, გაჩენილმა ადამიანად,
ვინც ბოლო მიჯნა ამ სახელით გადაიარა...