მოვდივარ
11
აგვ
2026
გიორგი შატბერაშვილი
მოვდივარ... მიმიღებ თუ არა,
ვბრუნდები, გამიღებ თუ არა -
დახშულ კარს, დახშულ გულს
გამიღებ თუ არა?
ვინ იცის... ვინ იცის,
გამიგებ თუ არა,
ოცნების მაღალ კოშკს
ამიგებ თუ არა?
გამიგებ? გამიგებ
მაგ გულს ფიანდაზს?
რა ვიცი... ვინ იცის...
ხომ არ დაგვიანდა?!