მშვიდობით,ჩემო ძვირფასო, ჩემო
3
სექ
2026
ოთარ ჭილაძე
მშვიდობით, ჩემო ძვირფასო, ჩემო
აუხდენელო ნატვრავ, იმედო…
როგორც არ უნდა მტანჯოს და მგვემოს,
მაინც შენს აჩრდილს უნდა მივენდო.
უკვე ყველაფერს მოვწყდი, მოვეშვი,
დავწყნარდი, როგორც წარღვნის წინა დღე
და მომწყვდეული ქუთუთოებში,
შენი გულივით ფეთქავს სინათლე.