მთა
14
აგვ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ის, მოწყვეტილი ყოველგვარ საგანს,
გაიყურება შორს დაჟინებით,
სადაც მხარეა გაუგებარი,
სავსე წუხილით და დაშინებით.
და აი, ჩნდება ჰაერში რაში
და იფარება გველის სლიანი
და ედევნება მირაჟს - მირაჟი
შეშინებული და ნისლიანი.
შეტაკებები მკაცრი და მწარე
ეფინებიან ველებს მზიანებს,
გამოჭრილი აქვს ყელები მინდვრებს,
როგორც დაღუპულ ადამიანებს.