მთაწმინდიდან
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
მთაწმინდიდან
თავი მივეცი წამების მორევს
და ეს ოცნება ჩანს ალმაცერად.
გულში დაწერილ ლექსს ვიმეორებ
და თან ვკითხულობ ლოდზე წარწერას.
დღეს აირიენ ცაზე ღრუბლები,
დღეს სულს ცისფერი სინათლე ახლავს.
ახლო მდგომ კლდეებს ვესაუბრები
და ვიღაც ქალი ამოდის მაღლა.
და შენ იფიქრე ისევ შენ თავზე,
და შენ რა გინდა, და შენ ვინა ხარ!
და ძვირფას ლექსებს მე არ გადავწერ,
და ძვირფას ლექსებს გულში ვინახავ.