მთელი დღე ღონე და მუხლი ვხარჯე..
26
იან
2025
ფრიდონ ხალვაში
მთელი დღე ღონე და მუხლი ვხარჯე,
შეღამებულზე ლოდიძირს დავჯექ
და მესმა ქვებთან, ბაბუაწვერა
რა გადამქრალი წივილით მღერის.
რა აჩივლებდა ნეტა იმ ბალახს,
ნეტა ბალახი რა დარდებს მალავს?
ვზივარ და ვუსმენ, ვზივარ და ვუსმენ
და მთათა კვნესა მეხლება გულზე.