მტერს უნდა სძლიო
27
ივნ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
აქ სილაჟვარდე
ბნელდება ზეცის,
არის მხარეზე
ქარის მოდება,
გვიახლოვდება
აშკარა მხეცი,
სასიკვდილოდ რომ
არ გეცოდება!
მტერს უნდა სძლიო,
რომ გული დალბეს,
გზად გამოშუქდეს
ნათელი სვეტი.
ვერ გადალეკავს
მტერთა სიყალბეს
ვერარა ძალა -
სიკვდილის მეტი!