მწყურია ღამე და მოსვენება
1
ივნ
2025
ტერენტი გრანელი
მწყურია ღამე და მოსვენება,
მიწას მაყრიან ჩემი ხელები.
და მე, ძვირფასო, შენი ხსენება
არ შემიძლია აუღელვებლივ.
ბევრი დღეები ნახეს თვალებმა
და რაღაც ცისფერს მთვარესთან ძინავს.
სადღაც სიბნელე და სიმკრთალეა
და ვიღაც ქალი უცქერის მინას.
მე შენსკენ მომაქვს გული წვალებით
და ფიქრში ნელა გაივლის ქალი.
ვგრძნობ მიმაფრენენ ცისკენ თვალები
და დღეა ჩუმი და დღეა მკრთალი.