მუხებს ჩოხათ საქილეში ჩაუწყვიათ რკოები

* * *

მუხებს ჩოხათ საქილეში ჩაუწყვიათ რკოები,
აქ არსენას ნაბდის გაშლას გრძნობენ მიდამოები.

ობობას ქსელს გამოფრენილს გარს იხვევენ ჯაგები,
გორაკები, ბანაკები, დაბა-აგარაკები.

შემოდგომამ ყველაფერი შესძრა ხელშეუხები -
წრიალებენ, გრიალებენ, მქუხარებენ მუხები!

1956