მუქი, ძალიან მუქი ჩრდილები ..
24
ივლ
2025
ოთარ ჭილაძე
მუქი, ძალიან მუქი ჩრდილები
მტვრითა და სიცხით დაღლილ მინდვრებზე,
ცით აღტაცებულ ტაძრის გარშემო
და გარინდებულ მდინარის გასწვრივ...
ასე მგონია, გადავდგამ ნაბიჯს
და წავაწყდები უჩინარ სიმებს
და მთელ ქვეყანას მოეფინება
იმ უჩინარი სიმების ხმები.