მზე ჩადიოდა ..
13
თებ
2026
ნიკო სამადაშვილი
მზე ჩადიოდა მაღალ მთებს იქით,
თან ცხელი მიწა ყრუდ ნელდებოდა,
ის აღავლენდა ლექსს დაჩოქილი
და ვერც კი გრძნობდა, რომ ბნელდებოდა.
ან რას იგრძნობდა, რომ ამორძალებს
წისქვილის რუსთან აენთოთ კვარი,
ცხედარი შუქზედ ახელდა თვალებს
მინდვრად მუხისქვეშ, ტიროდა ქარი...