მზე თვალებში ჩაგეწვეთება, და თვალს სინათლე მოემატება!
30
ივნ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
როცა ხნულები
ეფინება
ველებს სვეტებად
და თვალუწვდენი
ნიავების
ზღვა იბადება,
ცეცხლი რამ მზისგან
კაცს თვალებში
ჩაგეწვეთება,
და თვალს სინათლე
უეცარი
მოემატება!
...გარშემო ისევ
აღტაცება აურზაურობს,
ქართლი, კახეთი,
იმერეთი,
რაჭა, ოდიში,
მსოფლიოს ერთი
მეექვსედის
გულთან ხმაურობს...
ასე ხმაურობს
პოეზია, ვეფხვი და ქარი.