მზემ აფხაზივით გადიარა უღელტეხილი ..
21
სექ
2025
ოთარ ჭილაძე
მზემ აფხაზივით გადიარა უღელტეხილი
და შეეფარა აჭანდრის ჭანდრებს..
რა კარგი იყო, სად იყავი, ნეტავ გეხილია–
მეც არ მინახავს მსგავსი რამე ადრე.
ლურჯი მთებისკენ წასულ წეროებს
მისდევდა თვალი...
მერე მზემ მკერდი შეახვია ჭადრის წვეროებს
და, გასისხლულმა, ზღვის ტალღებში დაიხრჩო თავი.