მზეს მივაშურო დაღლილი სახე

მზეს მივუშვირო დაღლილი სახე,

მინდორში ვეგდო,

თვალებს ვლულავდე...

მეც ბავშვობიდან მოვდივარ აქეთ, -

რა მანძილია სიხარულამდე?

ჯერ კიდევ ვივლი,

ჯერ კიდევ დრო მაქვს,

თუმცა მთავარი გზა გამივლია.

მე ნაბიჯ-ნაბიჯ სიფრთხილით ვზომავ, -

სიხარულამდე რა მანძილია?

აზრი - აზრადვე...

გული - გულადვე...

ღამე - ღამედვე...

დილა - დილადვე...

რა მანძილია სიხარულამდე?

ალბათ იმდენი,

რაც სიკვდილამდე.