მზის კაშკაში
18
მაი
2026
გალაკტიონ ტაბიძე
მზის კაშკაში
კვდება მთაში.
საღამოა. ცისა ტატნობს
აელვარებს, ცეცხლად ადნობს
მზის კაშკაში.
ტყეს, შემოსილს მზისა სხივით,
სიო არხევს თივთიკივით
და ნიავთა ჰანგი წრფელი
ისმის, ისმის უდარდელი:
„მზის სხივივით, მზის სხივივით
ცეცხლში ვცხოვრობთ, ცეცხლში ვცვივით“.