ნადიკვრიდან

ნადიკვრიდან

რა დიდებული რამ არის
ცის ფერთა ცვლა და თენება.
მზეს, ვით დედოფალ მზე-თამარს,
კახეთის ხილვა ენება!

რა შემკულია,
რა უხვი,
ეს ჩემი მხარე მზიური;
ტყის ნიავს აჰყვა ურმული,
რა ღრმაა,
რა მშობლიური!

1907 წ.