ნაწყვეტი
9
თებ
2026
ნიკო სამადაშვილი
თამარ ჩარექიშვილს
წუხელის შენთან ვათიე ღამე,
სასახლეს ირგვლივ ეფინა ბაღი.
და გაფრენილი მუსიკის ღალა
სადღაც უსტვენდა მდინარის გაღმით.
შენ კლავიშები შემოგტიროდნენ,
ნუგეში, ხსოვნა, ბედი გვიანი,
იდგა ყვავილთა ჩუმი ტიტინი
და შენს ფანჯრებთან ტაშის გრიალი.