ნელ-ნელა მიდის ეს დრო წვალების ..
21
ივლ
2026
ტერენტი გრანელი
ნელ-ნელა მიდის ეს დრო წვალების
ადამიანი ღონდება ასე,
მივდივარ ახლა მე გამალებით,
მივდივარ ისევ სიცოცხლით სავსე.
და ელავს შუქი ჩემი თვალების,
და ვიწყებ წერას საკუთარ თავზე,
მივდივარ ახლა მე გამალებით,
მივდივარ ისევ სიცოცხლით სავსე.