ნიკო იაშვილს
29
მარ
2025
ნიკო სამადაშვილი
... და შენ იქ ნახავ დაკარგულ გრძნობას,
გრძნობას ღიმშეშლილს და გადარეულს.
დატანჯულს მწარე ახალგაზრდობას
და თვით სიყვარულს დამჭკნარს, დალეულს.
ეს სტრიქონები შენ გეკუთვნოდა,
ეს იყო შენი სისხლი და წვენი,
თითქოს ლოცვების ტევრი დაგქონდა,
ზვირტების სუნთქვავ... ჭირიმე შენი!