ნიკო ყარალაშვილო ..
7
ოქტ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ნიკო ყარალაშვილო,
ნუ ენდობი მიკიტანს,
გაგფცქვნის კუდის რიკამდე,
სამარემდიც მიგიტანს,
იცოდე, რომ შხამი სდის
იმ წყეული ტიკიდან,
ჰარულს მოგაძახებენ
აქედან და იქიდან.
რად გსურს გამოეთიშო
ამხანაგებს რიგიდან?
რა სასწაულს მოელი
ლოთი-ფოთის ხრიკიდან?