ნუ, ნუ დაადგამთ ჩემს ობოლ საფლავს ..
3
თებ
2026
ზაურ ბოლქვაძე
ნუ, ნუ დაადგამთ ჩემს ობოლ საფლავს
ცივ ქვას გაკაწრულს ცივი წარწერით,
მე არ მიყვარდა სიცივე ქვათა,
მიყვარდა თქვენი სითბო დამწველი.
არ დაამძიმოთ საფლავი ჩემი
არც მარმარილოს მაღალი სვეტით,
ხანდახან საფლავს შეხედეთ ხელით,
სხვა არა მინდა მე ამის მეტი.