ო, მეგობრებო ..
30
ივნ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
ო, მეგობრებო, ჩვენი სერობა
იქნებ მომავალს შვებას მიუტანს?
იქნება ღამის ალმაცერობა,
მე ეხლავ ვამჩნევ ერთგულ იუდას.
ვინ უღალატებს ბოჰემის სუფრას?
ღვინო სტიქიის არის საგანი,
ერთი ამ რჩეულ თორმეტთაგანი
სამარადისოდ გაიტანს უფროსს.