ოქროს ღამეთა მაქმანები..
22
აგვ
2025
კარლო კაჭარავა
ოქროს ღამეთა მაქმანები ღარიბ კოსტუმზე
არ იბრჭყვიალებს, შორს დარჩენილ მამას
მიმსგავსებულო,
არც შენთვის აირეკლება ტელევიზორის
ჩამქრალ ეკრანზე
დილით შიშველი ქალის მოძრაობები კაბის ჩაცმისას.
იოლად ვემშვიდობებით ერთმანეთს.
არ გვიკვირს უსუსურობა, სიცხიანი გრძელი დღეებია,
მოგზაურობა კინოებში ნანახ წვიმათა მოსახილველად
ხმადაბალი საუბრების თანხლებით.
შენი სამოსი სხვადასხვა დროთა
ტოვებს გულგრილად საგნებს და გარემოცვას
ანარეკლების მზერის
დღის ცვალებადი დროის.
აჰა, თითქმის არაფერზე წერ
და თითქოს ცოტათი მაინც იბრუნებ ყველა ამ განცდას.