ორი ჩიტი
3
ივნ
2025
შოთა ნიშნიანიძე
ზის გალიაში ჩიტი ღაბუა
პირს არ აკარებს მირთმეულ საკენკს
მობეზრებია ცხოვრება ტკბილი
გული მიუწევს ტყეებისაკენ
მეორე ჩიტი კი ტყეში ცხოვრობს
თავი როგორღაც გააქვს წვალებით,
მიცუნცულდება გალიის ახლოს
და ხარბათ კენკავს საკენკს... თვალებით