ოცდახუთი თებერვალი
23
აპრ
2025
იოსებ გრიშაშვილი
რა საჭიროა რყევა და მოცდა,
ტფილისო, აღსდგა შენს სამტროდ ხალხი,
და იალღუჯის მთით ჩამოცოცდა,
რომ თეთრ გიორგებს ჩააცვას თალხი.
ამ გიაურებს, მშიერთა ურდოს,
ვაჭამოთ ტყვია ნაჭიკჭიკარი,
და რომ არავინ აღარ გაგვქურდოს,
მკვდრებით ავავსოთ ქალაქის კარი.
იბრძვიან ჩვენი ცეცხლის მხედრები,
ახალგაზრდებო, დროშას შეჰფიცეთ,
რომ ერთი რიგი თუ დამარცხდება,
მეორე სიკვდილს დაუცდის მტკიცედ.