პატარას

აი, ეს მიწა, ბუნება,

ეს მოქარგული მთა-ბარი,

ვაზები, პურის ყანები -

ველებზე ოქროს ფაფარი -

შენია, შენით იცოცხლებს,

რასაც კი თვალით გასწვდები,

შენ მოგენდობა გულღიად,

როდესაც დავაჟკაცდები.

გიყვარდეს შენი ქვეყანა -

სიმართლის ფუძემდებელი,

იგია შოთას სამშობლო -

გონების მადიდებელი.