პეპელა უნტერდენ ლინდენზე

საით მიფრინავ ფრთამოხატული
ამ აფისების უწყალო ომში,
შენ გიმღეროდა რომში კატული,
ახლა მე გიმღერ მესამე რომში.