ფა-ფუ…
9
აპრ
2025
გრიგოლ აბაშიძე
ხელისგულიდან ყვავილის ფურცლებს,
თუ თოვლის ფანტელს ფაფუკს,
სულის შებერვით შენ აქრობ უცებ
და შემომძახი: ფა - ფუ!
მალე, ვით ზღვაში დაფლეთილ აფრას,
ქარი დაჰბერავს ბაბუს...
ხელისგლივით დახედავ საფლავს
და ჩუმად იტყვი: ფა - ფუ!..