ფანჯარასთან მოფრენილი ფიფქი ..
4
ივნ
2026
ნია აბესაძე
ფანჯარასთან მოფრენილი ფიფქი
ალბათ, დიდხანს ფარფატებდა გზებზე,
დაიღალა განცდებით და ფიქრით,
ახლა სახლის სიმყუდროვეს ეძებს,
მაგრამ ფიფქებს არ შეჰფერით ბინა,
მათ სითბოზე ეკრძალებათ ფიქრი...
და გაადნო სარკმლის თბილმა მინამ
ფანჯარასთან მოფრენილი ფიფქი.