ფერი წასვლია სავარძლის ხავერდს ..
25
ივნ
2026
მუხრან მაჭავარიანი
ფერი წასვლია სავარძლის ხავერდს.
გახუნებულა ნამზითვი ხალი.
სახლის კედლები
უხმოდ ოხრავენ,
ისმის ზუზუნი
გარედან ქარის.
გაჟღენთილია სიძველის სუნით
დამძაღებული ოთახის ჰავა.
გარეთ კი უკვე
მზე ამოსულა,
გარეთ კი უკვე
ტყემლები ჰყვავა.