ფერმკრთალ სარკმელში ..
29
მაი
2025
ოთარ ჭილაძე
ფერმკრთალ სარკმელში შემოდის ნელა
გამდნარი მთვარის თბილი ნაკადი
და სულდგმულივით იღვიძებს, ღელავს,
რაც თითქოს მკვდარი იყო აქამდის.
ისევ ნებდება სმენაც და თვალიც
ხელახლა შობილ ხმებსა და საგნებს
და წამომჯდარი საწოლში ქალი
მონუსხულივით შესცქერის სარკმელს.