ფიქრები ქაქუსაც მკვლელობის დღეს
1
ივნ
2026
ტერენტი გრანელი
კვდება ეს მდელო და ეს ქარია
და საქართველო ახლა მკვდარია,
დილაზე მდელოს ვუმზერ სპეტაკი
და საქართველოს ციდან ვუძახი:
მათ საქართველო დღეს გულში დაჭრეს,
ახლა ძნელია სულის მიგნება.
ირგვლივ ღამეა, არ სჩანს მესია
და საშინელი ეს გაციგნება.
მაგრამ..! ლაზარე აღსდგება მკვდრეთით,
აღსდგება როგორც ღვთის სიყვარული.
…
მას ვუამბობ, რასაც ვამბობდი: „კმარა!!!“
„მზეო, ამოდი! ამოდი ჩქარა!!!“