ფიქრი
23
მაი
2026
მინდია არაბული
ამედევნება ფიქრების ჯოგი
და გულს ეყრება, როგორც საფქვავი,
ზოგს ვახრჩობ, მიწყივ მდარაჯობს ზოგი
და მიხმობს ლექსი გულგასაქარვი.
წუთები ასე იმარცვლებიან,
მებრძვიან, ვებრძვი, ვქრები, ვნათდები...
ალუბლის ტოტზე მღიმარ ცვრებივით,
მწავს, რომ სულ ლექსად ავქროლადდები.